კანაფის დათესვა-მოყვანისთვის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​ ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“…

მეტი...

საკუთარი შვილის ცემისთვის მოქალაქეს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა 

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის 23 ივნისს, მარნეულში დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის N 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით წარუდგინა, რაც გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მხრიდან, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის აღკვეთას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

მეტი...

საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმები უნდა არსებობდეს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში, რუსი ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ მედიაკონფერენციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დაუშვებელია ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს, ამისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმი. ​როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. “რუსეთის “რბილი ძალა” არა მხოლოდ საქართველოსთვის, ის მთელი ევროპისთვის გახდა გამოწვევა. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმები, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე”, – აცხადებს პრემიერი. მისივე თქმით, საქართველო ღიაა ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, მაგრამ საქართველომ დიდი…

მეტი...

კიკეთში მილხიდის მშენებლობაზე 33 ათასი ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოგარენში, კერძოდ, კიკეთში, ბაჩანას ქუჩაზე არსებულ ხევში, რომელიც ხუთ ოჯახს გარესამყაროსთან აკავშირებს, მილხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაგებობამ უამინდობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა უნდა შექმნას. ძლიერი წვიმები ხევში, გრუნტისქვეშა წყლების ადიდებას იწვევს, შედეგად, იხერგება გადასასვლელი, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობა ხევს მიღმა გარესამყაროს წყდებოდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მილხიდის მოსაწყობად მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარი გამოიყო. როგორც, ​მილხიდის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერებისას მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება ადგილობრივ მცხოვრებთათვის წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

მეტი...

კერძო სექტორიდან დღგ-ს სახით 1 მლრდ ლარი უნდა დაბრუნდეს – პრემიერი  

​პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე წელს, დღგ-ს სახით  ნახევარ მილიარდ ლარამდე უნდა შევიდეს. დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორიდან, თითქმის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღგ-ს დაბრუნების სისტემა ერთ-ერთი მტკივნეული თემაა და მისი მოგვარება მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა. წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს ამ თვალსაზრისით. კერძოდ, დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო საწარმოში, საგადასახადო ორგანოების ან უმრავლეს შემთხვევაში ფინანსური პოლიციის შესვლასთან. ამ ძალიან მავნე პრაქტიკამ ქართული ბიზნესი დააზარალა. „პირველი იანვრიდან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით – ეს არის…

მეტი...

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 8 თვის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე  ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს და 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს. როგორც ზაზა სარალიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენაციაზე განაცხადა, აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას საზოგადოებას 8 სექტემბერს მიაწვდის, თუ რა მოთხოვნები ექნება.  აქციების სავარაუდო ადგილი პარლამენტის შენობა იქნება. “ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებებს აღარ გავაკეთებ.  რაც შემიძლია ვთქვა, არა მხოლოდ მე, მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობენ ამ საქმის გამყალბებლებს. თემირლან მაჩალიკაშვილი იქნა ლიკვიდირებული ზუსტად იმ ვიდეოსა და ფოტოსურათების გამო,…

მეტი...

 „ყველა ინსტანციას გავივლით, რომ სტრასბურგის სასამართლოში თავაწეულები წარვდგეთ“ – ლავასოღლის ადვოკატი

ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ბრალდებული მინდია გორაძის (ლავასოღლის) ადვოკატი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს და საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „მინდია ლავასოღლის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელსაც არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ ახლავს. სასამართლო პროცესზე არც ერთი დაზარალებული მოსულა. ისინი დაცვის მხარესთან საუბრობდნენ, რომ მათზე წარმოუდგენელი ზემოქმედება განხორციელდა. ეს დოკუმენტი საქმეში მიმაგრებული იყო მტკიცებულებების სახით. აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ მინდია ლავასოღლის არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა იმ ეგრეთწოდებულ დაზარალებულებთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ ახალი სტანდარტი…

მეტი...

“ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას, მე მაგათ, არ შევარჩენ!” – ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 8 თვის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკმაყოფილოა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მმართველი გუნდის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნით და საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს. როგორც ზაზა სარალიძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები პირდაპირ უშლიან ხელს მისი შვილის მკვლელის დადგენას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ  ეს საქმე უკვე ახალმა ხელისუფლებამ გამოიძიოს. “ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი შსს-მ, პროკურატურამ, ეს ყველაფერი გაკეთდა ხალხისთვის თვალის ასახვევად. საგამოძიებო კომისია, შსს და პროკურატურა არ არის ერთი უწყება. რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიის დასკვნას შსს, რას ელოდებიან, პრესტიჟზე…

მეტი...

სად არის მკვლელი? – დავით სარალიძის ოჯახის მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახი უკმაყოფილოა, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის იმ დასკვნით, რომელიც კომისიის წევრმა მმართველი გუნდის დეპუტატებმა წარმოადგინეს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, ისინი ემიჯნებიან კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელმაც ვერ გასცა პასუხები მათ ძირითად კითხვას, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. მისივე თქმით, 3 თვის განმავლობაში მუშაობდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია და დაიდო 2 დასკვნა. კომისიის წევრმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებმა 2 სხვადასხვა და სრულებით განსხვავებული დასკვნა დადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობამ პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა. “მეორე დასკვნა, რომელიც მმართველმა…

მეტი...

ამერიკაში დაპატიმრებულ ქართველ მოკრივეს განაჩენს ხვალ გამოუტანენ

ბრუკლინის ციხეში მყოფი ქართველი მოკრივისა და მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ხურციძის საბოლოო ვერდიქტს ამერიკის სასამართლო ხვალ გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმციას ციხეში მყოფი მსოფლიო ჩემპიონი თავად ავრცელებს. სასამართლო პროცესი 7 სექტემბერს, 10:00 საათზე გაიმართება. მას ბრალად ედება ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი, თაღლითობის მომზადება და რეკეტში მონაწილეობა. 8 ივნისს დააკავებულ მოკრივეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა  

იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 2 და 19 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე სახლის დანგრევის შესახებ კუნძულის სხვადასხვა რაიონებში. ხოკაიდოში მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც კომპანია Hokkaido Electric Power – ი იტყობინება, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 3 მილიონამდე სახლი და 15 საავადმყოფო. რამდენიმე სახლს წყლის მიწოდებაც შეუწყდა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სინ-ტიტოსეს  აეროპორტი. ​​კულძულის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა სრულებით შეჩერებულია, – იტყობინება სააგენტო Kyodo. არ მოძრაობს ჩქაროსნული ექსპრესი “სინკანსენი” . ერთ-ერთმა მთავარმა იაპონურმა ავიაკომპანია  All Nippon Airways (ANA) -მა მიწისძვრის გამო, კუნძულის მიმართულებით რამდენიმე დილის რეისი გადადო.…

მეტი...

გუბერნატორი ფასანაურის მოსახლეობის და დამსვენებლების საჭიროებებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ფასანაურში ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდა და მათი საჭიროებებით დაინტერესდა. შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციული ერთეულის მასშტაბით აქტუალური თემები, მათ შორის, გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის საკითხები. გუბერნატორი, ასევე, გაესაუბრა კობში ჩამოსულ ტურისტებს და მათი შთაბეჭდილებების შესახებ მოისმინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას. ასევე, შალვა კერესელიძე ინტერესდება ტურისტული ზონების მდგომარეობით, სამომავლოდ დამსვენებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით. “ტურიზმის განვითარება და დამსვენებლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება. გავეცანით დამსვენებლების და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, რისი მოგვარებაც აუცილებლად პრიორიტეტი იქნება სამუშაო…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთი საძოვრების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაში ერთვება

საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ პროექტის კონცეფციის შემუშავება და საპილოტე ადგილების შერჩევა იწყება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მცხეთა-მთიანეთი საპილოტე პროგრამის ერთ-ერთ მონაწილედ განისაზღვრა. მხარის გუბერნატორმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. პროექტი სამ ძირითად კომპონენტს ეფუძნება, რაც გულისხმობს – ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად ალტერნატიული საძოვრის შერჩევას და შერჩეული ტერიტორიის რეაბილიტაციას, ფერმერების ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას. საძოვრის ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყება, ხოლო, იმ…

მეტი...

საქართველოს განათლების სისტემას 50 ახალი სკოლა შეემატება

​ახალი სასწავლო წლისთვის, კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 30 ახალი სკოლა მიიღებს მოსწავლეებს. სკოლების შენობები აშშ მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ​ახლო მომავალში ასევე გაიხსნება 20 ახალი სკოლა, რომელიც, 25 წლის განმავლობაში პირველად, განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდა. როგორც “მედიაცენტ მთავარს” განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, დაწყებითი კლასების 17 სექტემბრისთვის სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ. ასევე, ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ექნებათ. მისივე ინფორმაციით, ახალი ეტაპი იწყება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სპეც -პედაგოგები მასწავლებლის პროფესიული…

მეტი...

ტყის კენწეროები ბილიკები ლაგოდეხის ნაკრძალში  

მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების მსგავსად, ტყის კენწეროების ბილიკი საქართველოში პირველად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყობა. ხის კენწეროების ბილიკის პროექტირებაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ გაიმარჯვა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მსგავსი რამ საქართველოში აქამდე არ  ყოფილა/ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. ვიზიტორები ბილიკის დათვალიერებისას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან. წინასწარი გათვლებით, ლაგოდეხის ტყის კენწეროების ბილიკი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია Cityforester, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა-ურბანიზაციის მიმართულებით მუშაობს, პროექტს კიდევ ორ უცხოურ…

მეტი...

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე რჩებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ხეობაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 8-ჰა – მდე ფართობი. ხეობაში  ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა. მონიტორინგის მიზნით, ხანძრის ადგილზე, რამდენიმე სახანძრ-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.​ ​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობდა  სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა…

მეტი...

ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, ხანძართან ბრძოლისას რეინჯერი დაიღუპა (ვიდეო)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დღეს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. “ბუნება არის შესანარჩუნებელი და მომავალი თაობისთვის გადასაცემი. დღეს რომ ასეთ სუფთა ჰაერზე ვართ, მინდა, რომ ჩვენმა შვილებმაც ისიამოვნონ ამ უნიკალური ლამაზი ბუნებით.…

მეტი...