ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ოპოზიციის დოკუმენტი დამტკიცებულია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სამთვიანი მუშაობა დაასრულა. ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დამტკიცებულია. დოკუმენტში საუბარია, რომ გამოძიება ხარვეზებით ჩატარდა და ეს იყო  სისტემის ბრალი. დოკუმენტს, რომელიც 67-გვერდს მოიცავს, კომისიის ცხრა წევრმა – თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხი დეპუტატი დაეთანხმა. დოკუმენტს ჯერ პარლამენტის ბიუროზე იმსჯელებენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე. დოკუმენტში ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი.  ასევე მირზა სუბელიანის, მ.კ-ს, იუსტიციის მინისტრისა და სხვათა  წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე. მმართველი გუნდი დოკუმენტს საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ დოკუმენტს…

მეტი...

N51 სკოლის დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო, N51 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, თანამდებობა დატოვა. დირექტორ მანანა თურქაძეს კი განცხადება გადადგომის შესახებ არ დაუკმაყოფილეს. სამეურვეო საბჭომ N51 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის სკოლაში დარჩენის საჭიროება შექმნილი აუცილებელი ვითარებით ახსნა. სკოლის სამეურვეო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1-ელ დეკემბერს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. განცხადებაში ასევე საუბარია სკოლის რთულ ვითარებაში ფუნქციონირებაზე, რასაც დირექტორის შეცვლა კიდევ უფრო დაამძიმებდა. „სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა…

მეტი...

შსს-ს ინიციატივით  მარიხუანას მოხმარებაზე სს პასუხისმგებლობა გავრცელდება 

მარიხუანას მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. ინიციატივა არაერთ აკრძალვას მოიცავს და მას მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას  უკონტროლოდ მოხმარება დასჯადი იქნება. კერძოდ კი, სანქციები გავრცელდება:  მარიხუანას საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას მოწევაზე; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მოხმარებაზე. ასევე,  სამინისტროს ინფორმაციით, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. „აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა – პირად სივრცეში…

მეტი...

 ატენის ტყეში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში ტყეში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კვამლი კასპის მხრიდან გამოჩნდა და თანდათან ატენის ტყისკენ გადაინაცვლა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ადგილზე მეხანძრეები უკვე მუშაობენ. დაშავებულების ან დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მეტი...

პაციენტისთვის ზედმეტი მედიკამენტის გამოწერისას ექიმს განმარტებებს სამინისტროში მოთხოვენ

ექიმის დანიშნულების გადასამოწმებლად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედებული ელექტრონული სისტემით ამ დრომდე არავის უსარგებლია​. როგორც  სამინისტროში განმარტავენ, ექიმის დანიშნულების გადამოწმების სისტემის მეშვეობით, მოქალაქეებს ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს სპეციალური ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, საკუთარი დანიშნულება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს გადაუგზავნოს. ექიმის დანიშნულებას, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია შეამოწმებს და ადრესატს პასუხს სამ დღეში გასცემს. ​იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პაციენტს ზედმეტი მედიკამენტი აქვს გამოწერილი და ექიმი დანიშნულებას ამის შემდეგაც არ შეცვლის, პირს შესაძლებლობა აქვს რეცეპტი…

მეტი...

სმიტების მკვლელობის დღეს ხეობაში 100-მდე მობილური ნომერი დაფიქსირდა  

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობის დღეს, 4 ივლისს, ტერიტორიაზე 100- მდე მობილური ნომერი დაფიქსირდა, რომელთა მფლობელების იდენტრიფიკაცია მიმდინარეობს და ექსპერტიზის შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ​ასევე, უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც საქმეში მკვლელობის მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბრალდებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარისთვის ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება მალხაზ კობაურის ჩვენების დასადასტურებლად, რომ მკვლელობა რამდენიმე პირმა ჩაიდინა. დაცვის მხარე, 43 წლის რაიან სმიტის განზრახ მკვლელობის ვერსიისკენ იხრება. “თუ ეს განზრახ მკვლელობა იყო, ის დაიგეგმა გარკვეული პირებისა და სამსახურების მიერ. მკვლელობა ჩადენილია თოფით, თუმცა ვისია იარაღი, დადგენილი არ…

მეტი...

რაც ფაროსანას გადაურჩა სოკომ გაანადგურა – თხილის მოსავალი გურიაში

„აზიური ფაროსანასგან“ გადარჩენილი თხილი 8 სახის სოკოვანმა დაავადებამ მთლიანად გაანადგურა.  სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული შემოწმების შედეგად დაასკვნეს, რომ მისი მტერი სოკოვანი დაავადებებია. ფომოფსისი, კიბო, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი – ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რამაც თხილი დაალპო და გაანადგურა. კვლევები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში ერთობლივად მიმდინარეობდა. სამსახურის წარმომადგენლებმა მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუში ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ფერმერთა ნაკვეთებიდან აიღეს. ერთანეთს შეადარეს შეუწამლავი და შეწამლული თხილი და შედეგი ასეთი აღმოჩნდა:   შეწამლული თხილის ბაღებში…

მეტი...

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის საჭირო გენოტიპის ანალიზს ამიერიდან სახელმწიფო დააფინანსებს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება. პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა და მკურნალობის დაწყებას ​ბენეფიციარები ამიერიდან, დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი. ხოლო გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, პროგრამის ფარგლებში…

მეტი...

თბილისის მოსკოვის გამზირს ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს – პეტიცია

თბილისის მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოსა და მერიის სახელზე პეტიცია გამოქვეყნდა. ავტორის აზრით, მოსკოვის გამზირს ამერიკელი, აწ- გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკეინის სახელი უნდა ეწოდოს. “ჯონ მაკკეინი იყო თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მოღვაწე, საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის ორდენის მფლობელი. ვფიქრობ სამართლიანი იქნება, რომ სწორედ მოსკოვის გამზირს დაერქვას სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი”, – მიაჩნია პეტიციის ავტორს. იდეას ამ დროისთვის მხარს 228 ადამიანი უჭერს, სულ საჭიროა 10 000 ხმა, რომ საკითხზე დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელოს. თბილისელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვის გამზირს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ…

მეტი...

მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის სექსუალურ აქტივობას ექსპერტიზა დაადგენს

​ხადას ხეობაში, ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემს მახლაზ კობაურს, ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური კვლევა მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება, რომელიც დაადგენს მის სექსუალურ აქტივობას. როგორც მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, სამედიცინო დასკვნის შედეგად, ადვილი შესაძლებელია, გაუპატიურების მცდელობის თეორიული ვერსიები საერთოდ გამოირიცხოს. “ამ კვირაში ჩანიშნული გვაქვს ექსპერტიზა. მალხაზ კობაურს ჩაუტარდება ფიზიოლოგიური კვლევა, რომლითაც დადგინდება, რამდენად აქვს მას ზოგადად, სქესობრივი აქტის დამყარების შესაძლებლობა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ საერთოდ გამოირიცხება ლორა სმიტის გაუპატიურების თეორიული ვერსიებიც კი.  ზოგმა ადამიანმა ეს ყველაფერი ისე გაიგო, თითქოს კობაურს პრობლემები აქვს პოტენციასთან დაკავშირებით,  ეს არც ერთ შემთხვევაში ამას არ მიუთითებს. შესაძლებელია,…

მეტი...

“მალხაზ კობაური არის მსხვერპლი” – სმიტების ოჯახის მკვლელობის ახალი დეტალები

საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის მსხვერპლი და არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ ესწრებოდა რაიან სმიტისა და მისი ბავშვის მკვლელობას. ​როგორც “მედიავენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვასილ მამულაშვილმა დღეს განაცხადა,  მოწმის ჩვენება და დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც საზოგადოებას პროკურატურა სთავაზობს. მათი ვერსიით, არსებობდა სიტყვიერი შელაპარაკება და ამის შემდეგ განახორციელა გასროლები კობაურმა, რაც, ადვოკატის შეფასებით, არასწორია. ” გამოძიების ვერსიით, ხელჩართული ჩხუბი მოხდა შელაპარაკების შედეგად. რამდენად რეალურია ამ სიტუაციაში მალხაზ კობაურის მხრიდან მსხვერპლისთვის 3-4 დაზიანების…

მეტი...

რაიან სმიტი დააჩოქეს, დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს – მკვლელობის ახალი დეტალები 

ხადას ხეობაში მოკლული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ მოკლული რაიან სმიტის გვამზე ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად იკვეთება, რომ რაიან სმიტს მიყენებული აქვს 3 ჭრილობა, კერძოდ, წელის არეში, ჭუბლის მიდამოდან შემავალი ჭრილობა და გამავალი ჭრილობა კისრის არეში. როგორც ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სავარაუდოდ ​გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, როგორც წელის ისე შუბლის არეში, დაახლოებით 1 – 1,5 მეტრის, უფრო ზუსტად 1,2 მეტრის მანძილიდან. ​”​ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუ სხვა გარემოებებსაც გავითვალისწინებთ, სმიტს გარდაცვალებამდე მიყენებული აქვს 3-4 დაზიანება წვივის, გულმკერდისა და კისრის, ასევე, მუცლის არეში. ​ლოგიკური ჯაჭვი რომ ავაგოთ, მას რამდენიმე პირმა…

მეტი...

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვა  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თითქმის დაასრულა ქვეყნის რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება და ახლა თბილისის მოსახლეობას ხვდება მეტროსადგურების, “ვარკეთილის”, “ისნის” , “მარჯანიშვილისა” და “სარაჯიშვილის”მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დაახლოებით 55 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვა, რომელსაც 8 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს. რაც შეეხება კამპანიის დაფინანსებას, ზურაბიშვილს ბიზნეს სექტორის იმედი აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის კონკრეტული შემოწირულობების ოდენობა უცნობია. „რეგიონებში პრაქტიკულად დავასრულეთ ხელმოწერების შეგროვება. თბილისი რომ არ გამოგვრჩეს, გადავწყვიტეთ მეტროსადგურებთან ხელმოწერების შეგროვება. თუ არ ვცდები 55 000 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია, რომელსაც 8 სექტემბერს შევიტანთ კომისიაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.…

მეტი...

დადგეს N 51-ე სკოლის დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი – საპარლამენტო კომისია

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილი მოითხოვს, დადგეს N 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 2017 წლის პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ასევე, დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს. აღნიშნული რეკომენდაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში წარმოადგინეს. როგორც კომისიის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, სკოლის დირექტორ მანანა თურქაძეს ევალებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაეტარებინა, თუმცა, განათლების სისტემაში 2017 წლის 1-ელი დეკემბრის ტრაგედიის შესწავლა დღემდე არ განხორციელებულა. მისივე თქმით, სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე უნდა განისაზღვროს დირექტორის…

მეტი...