ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებით ქართული მედიისთვის  ფორუმი იმართება  

თბილისი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებულ მედიაკონფერენციას მასპონძლობს. რუსული მედია ჯგუფი და  ექსპერტები საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ და რუსული მედიაფორუმის ფარგლებში  მნიშვნელოვან დისკუსიებს იწყებენ. ღონისძიება „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ დღეს  იხსნება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  რუსეთის დელეგაციას საქართველოს დასავლური ორიენტაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რუსი ტელეწამყვანები და ანალიტიკოსები წარმოადგენენ. მედია ფორუმი, რომელსაც ITAR-TASS- ის სამხედრო დამკვირვებელი, “Russia Today- პოლიტიკური მიმომხილველი, MGIMO-ს პროფესორი ალექსეი მალაშენკო, გაზეთ “ჩრდილოეთ ოსეთის” მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი ალან კასევი დაესწრებიან, რეგიონში მედიის ნდობის აღდგენაზე ისაუბრებენ. რუსი ექსპერტები ქართველი ჟურნალისტებისა და დამწყები რეცენზენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. როგორც ცნობილია, საქქრთველოს საზღვარი დელეგაციის სამმა წევრმა ვერ…

მეტი...

3 რუსი ჟურნალისტი საქართელოს საზღვრიდან უკან დააბრუნეს

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბოდრიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს საქართველოს საზღვრიდან უკან, რუსეთში დაბრუნება მოუწია. მიზეზი – კანონის დრღვევა. რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს.  ისინი საქართველოში დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვლადიმერ პუტინის დაფინანსებით ჩამოფრინდნენ. კერძოდ,  რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია და ექსპერტები  საქართველოსი კონფერენციას მართავენ, რომელიც მათივე განცხადებით კომინიკაციასა და გაშუქების თემას ეხება.  

მეტი...

2000 ძვირადღირებული მედიკამენტის გაყიდვას სუს-ი იძიებს

ჯანდაცვის სამინისტრო და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.  პროგრამის ფარგლებში ჩამოტანილი 2 000 ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელსაც ვადა გასდიოდა, დოტაციით გადასცეს სხვა ქვეყნებს. საქმეს სუს-ის ანტოკორუფციული სააგენტო იძიებს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც მიმდინარე წლის აპრილში თვეში ვადა პაციენტების სიმცირის გამო გაუვიდა. “ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და დაგვრჩა წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელიც დონაციით გადავეცით სხვა ქვეყნებს და მათ გამოიყენეს და ახლა აპრილში, როდესაც გარკვეული რაოდენობა…

მეტი...

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს გაამარტივებს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონო, რომელის საქართველოში ვიზიტით იმყოფება აცხადებს, რომ იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები გაამარტივოს, რათა ხალხებს შორის გაცვლა და კონტაქტები განვითარდეს. როგორც ტარო კონომ ჟურნალისტებს განუცხადა, იაპონია გეგმავს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებსა და სხვა ექსპერტებს შორის ურთიერთობების განვითარებას, რადგან ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. „ მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე. მოხარული ვარ, რომ მოვაწერო ხელი ნოტების გაცვლის ხელშეკრულებას აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტის მეორე ფაზასთან დაკავშირებით. …

მეტი...

აცრების სავალდებულო თუ გახდება, სადამსჯელო სანქციები არ დაწესდება – მინისტრი

​შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმური აცრები სავალდებულო გახდება, პირის მიმართ, რომელიც უარს იტყვის აცრის გაკეთებაზე,  სახელმწიფოს მხრიდან სანქციები არ დაწესდება. როგორც დავით სერგეენკო განმარტავს, აცრების სავალდებულოობა არის მძლავრი გზავნილი ისევ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მშობლებისთვის. “სავალდებულო აცრების ეს კონცეფცია რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ  აცრები გახდეს სავალდებულო მხოლოდ საწყის ეტაპზე, ამ სავალდებულოობის საწინააღმდეგო სანქციები არ დაწესდეს”, – აცხადებს მინისტრი. მისივე ინფორმაციით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას მალე დაასრულებს.

მეტი...

ფიტნეს კლუბებში სტიმულატორების გამოყენება უნდა კონტროლდებოდეს – თემურ უკლება 

საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე თემურ უკლება აცხადებს, რომ ​დოპინგური პრეპარატები, მათ შორის, ანაბოლურ – ანდროგენული​ სტრეოიდები, სტიმულატორების სახით დღეს ფიტნეს კლუბებში გაცილებით დიდი რაოდენობით გამოიყენება, ვიდრე პროფესიონალი სპორტსმენების მიერ. როგორც თემურ უკლებამ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, მათი უკონტროლო გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ანდროგენული​ ანაბოლური სტრეოიდები არის ტესტოსტერონის ანალოგები, იწვევს სათესლე ჯირკვლების ატროფიას, უშვილობას, იმპოტენციას. ქალებში მამაკაცის ჰორმონების გაძლიერებას, თმიანობას, ხმის ტემბრისა და კანის სტრუქტურის შეცვლას. თამურ უკლება მოითხოვს გაკონტროლდეს ქვეყანაში არსებული ფიტნესკლუბები, ხოლო აღნიშნული პრეპარატის შემოტანა თუ შეიზღუდება, ის ფიტნეს კლუბებშიც აღარ იქნება ხელმისაწვდომი. “ერთი ძალიან კარგი ნიშა აქვთ მოძებნილი, ის, რომ კანონი არ დაარღვიონ. ყველა ეს პრეპარატი…

მეტი...

პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, საქართველოში  იოჰანეს ჰანმა გახსნა

„წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის სიმბოლო“ – ასე აფასებს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნებას, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. „ჩემი მისია გახლდათ შემექმნა პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სტუდენტებს მოიზიდავდა და მისცემდა მათ არა მხოლოდ შანსს, მიიღონ მაღალი დონის განათლება, არამედ იმას, რომ მოსწავლეები ევროღირებულებებს ჩაღრმავებოდნენ. უნდა ვაღიარო, რომ რაც ევროკომისარი გავხდი, ჩემი ამოცანა გახდა ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა. ეს ეხება ასევე მუშაკებს, მეწარმეებს, მათ, ვისაც ჩვენი საზოგადოება წინ მიჰყავს. „განათლება გახლავთ უმთავრესი მიმართულება“ – ეს ციტატა ჩემს კაბინეტში მიკიდია ბრიუსელში.…

მეტი...

დოპინგების შემოტანა, ნარკოტიკების მსგავსად უნდა აიკრძალოს და გაკონტროლდეს  

საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე თემურ უკლება აცხადებს, რომ ​დოპინგური პრეპარატების, მათ შორის, ანაბოლური და ანდროგენული​ სტრეოიდების შემოტანა ქვეყანაში დღეის მდგომარეობით არ კონტროლდება და მოითხოვს, შეიზღუდოს მათი იმპორტი და ნარკოტიკებისა და ფისქოტროპული პრეპარატების მსგავსად აიკრძალოს და გაკონტროლდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე თავმჯდომარე თემურ უკლებამ განაცხადა, 2017 წლის ჩათვლით დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული 41 ქართველო სპორტსმენიდან 50% სწორედ ანაბოლური და ანდროგენული სტეროიდები​ს მოხმარების გამო ჩავარდნენ. “​​დღეისთვის თავისუფლად შემოდის ანაბოლური და ანდროგენული სტეროიდები, არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. ჩვენ გვსურს და სპორტის სამინისტროც მხარს გვიჭერს, რომ როგორმე შეიზღუდოს მისი იმპორტი  და გახდეს კონტროლირებადი, როგორც ნარკოტიკები და როგორ აქტიური ფსიქოტროპული…

მეტი...

დოპინგების გამოყენებისთვის 41 ქართველი სპორტსმენი ჩავარდა

მსოფლიო მასშტაბით, სპორტსმენების მხრიდან დოპინგების გამოყენების შემთხვევები საკმაოდ მასშტაბურია. მათ შორისაა საქართველო. 2017 წლის ჩათვლით, დოპინგების გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია 41-მა ქართველო სპორტსმენმა მიიღო. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს ეროვნული ანტი დოპინგური სააგენტოს ვიცე თავმჯდომარე თემურ უკლებამ ისაუბრა. დოპინგების გამოყენების მხრივ, ბოლო წლების მონაცემები შემდეგია: ბოდიბილდინგში 270 ჩავარდნილი სპორტსმენი, მძლეოსნობაში – 242; ძალოსნობაში – 239; ველოსპორტში – 200; ბეხბურთში – 108; რაგბი – 80; კრივი – 66; ჭიდაობა – 57. 2017 წლის ჩათვლით, დოპინგების გამოყენების გამო სულ ჩავარდა 41 ქართველო სპორტსმენი ჩავარდა. როგორც თემურ უკლებამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,…

მეტი...

საქართველო იაპონიისგან შეღავათიან სესხს მიიღებს

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი  მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის საქართველო იაპონიისგან შეღავათიან სესხს მიიღებს. სესხი 343 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარო კონონომ,  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს ვიცე- პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის (ფაზა ორის) სასესხო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასაფინანსებლად, იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას. აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. პროექტი 2023…

მეტი...

ცესკო-დან “კურატორის” სახელით სატელეფონო ზარები ხორციელდება და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, იყო შემთხვევები, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რამდენიმე კონკურსანტთან განხორციელდა სატელეფონო ზარი და უცნობი პირი, ვინმე „კურატორის“ სახელით აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგან და რამდენიმე ოლქიდან მიიღო. დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც, მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.…

მეტი...