მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიას ახალი ნივთიერებები დაემატება 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას. კანონპროექტი მომზადდა იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს “ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის და „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციის გადახედვის შედეგად, თანდართულ სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება, კერძოდ: 1. „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის №1 სიას („ყვითელი სია“) დაემატა: BUTYRFENTANYL და…

მეტი...

სტაჟირება შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს და საერთო სტაჟში ჩაითვალოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ მომხზადებული საკონონმდებლო ინიციატივის თანახმად,  რომელიც სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებას გულისხმობს, სტაჟირება შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს. ასევე, ის უნდა ვადიანი და სტაჟირების წესს უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო, ან  დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც ხდება ამგვარი საქმიანობის განხორციელება. ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სტაჟირების ვადებსა და სტაჟირების გავლის დამდასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხებს. კანონპროექტის თანახმად, სტაჟირების ვადა უნდა ჩაითვალოს საჯარო სამსახურის საერთო სტაჟში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის…

მეტი...

ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „რუსთავს“ 50 წელი უსრულდება

​საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, 12 სექტემბერს,  სახელოვანი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება. დაარსების დღიდან „რუსთავმა“ 5000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის სცენებზე და ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის “როიალ ალბერტ ჰოლი”, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის “ოლიმპია”, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“ და სხვა. “ანსამბლი უკვე 50 წელია იღწვის წარმოაჩინოს საქართველოს უძველესი ხალხური შემოქმედება მთელი თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც: ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125; სალარო: 2 962207) ასევე ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2w8EwI1…

მეტი...

თბილისის დინამოს სტადიონზე გეი-აღლუმი იგეგმება – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ 9 სექტემბერს, თბილისში, დინამოს სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გეი-აღლუმი იგეგმება. ​ინფორმაციას სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ “ქართული მარში” აცხადებს, რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას, “9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კაშიას თანადგომის საფარქვეშ რამდენიმე ათასი მამათმავალი და ე.წ ლგბტ თემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას. ისინი გამართავენ გეი-აღლუმისთვის დამახასიათებელ თეატრალურ წარმოდგენას. პირველად საქართველოში-მამათმავლები გეგმავენ მასობრივად გაიკეთონ ლგბტ სამკლაურები, რომელიც ათასობითაა დამზადებული და 5 ლარად იყიდება რუსთაველის გამზირზე,თბილისი გალერეას 1 სართულზე.…

მეტი...

“ყველაზე კარგი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია” – ზვიად ძიძიგური საპრეზიდენტო არჩევნებზე

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია. “საქართველოში სოციოლოგიისას ​მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერებ, რაც კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევისა და არჩევნების შედეგები დამთხვევია ერთმანეთს, ბოდიშის მოვიხდი. ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, კვლევები ტარდება, შემდეგ არჩევნები და ცდომილება 2-3%-ია, საქართველოში ხდება მხოლოდ ის, რომ 20, 30 და 50 % -იანი ცდომილება არის ხოლმე არჩევნების შედეგებსა და კვლევას შორის. ეს არის ნონსენსი და სოციოლოგიური კვლევების მიმართ მაღალ ნდობას ეს არ…

მეტი...

შსს ოჯახში ძალადობის მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის

2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით,  სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის კუთხით 4053  შემაკავებელი ორდერები გამოსცეს. 1 სექტემბრიდან კი შსს ძალადობის მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თბილისში მოხდა მკვლელობის 1 შემთხვევა, ჯანმრთელობის დაზიანების – 3 შემთხვევა  და ძალადობის სხვა ფორმები – 713. ამ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით,  ოჯახში ძალადობის  სულ 2949 შემთხვევა დაფიქსირდა  და აქედან, გაიხსნა  1820 ფაქტი. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს, ვისაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს – ზვიად ძიძიგური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს და ეს გამარჯვებისთვის არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები შედის აქტიურ ფაზაში და ვნებათაღელვაც მატულობს, შესაბამისად, მაღალი ინტერესი მმართველი გუნდის გადაწყვეტილების მიმართ. პარტია “ქართული ოცნების” პოზიცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. “ჩემი, მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თუ მმართველი პარტიის ოფიციალური მხარდაჭერა ექნება რომელიმე კანდიდატს, ის გახდება საარჩევნო მარათონში ფავორიტი…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – ზვიად ძიძიგური

პარლამენტი წევრი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, მისი თქმით, არის მებრძოლი სულის ადამიანი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა და იქნება ღირსეული პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი, 2007-2008 წლებში ის “გაერთიანებული ოპოზიციის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, 28 ოქტომბრის არჩევნებში მთავარი თემა არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ თუ არ იქნება ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული, ამაში ტრაგედია არ არის, უფრო მეტიც, ეს დემოკრატიის მეტი ხარისხის მაჩვენებელია. მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდში…

მეტი...

„ვაკეთებთ იმას, რაც მუნიციპალიტეტისა და ხალხისთვის უკეთესია“ – ექსკლუზიური ინტერვიუ გუბერნატორთან

ეკა გულუა „ ტემპს არ დავაგდებ. ვაკეთებთ იმას, რაც საქმისთვის, მუნიციპალიტეტისა და ხალხისთვის უკეთესია. ასეთია ჩემი მიდგომა“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ახალდანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს  მცხეთა მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძეს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე რიგით 95-ე გუბერნატორია. პრემიერ-მინისტრის მთავარი დავალება  – მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან,  გუბერნატორის მხრიდან აქტიურია. შესაბამისად, რას ითხოვს  ხალხი და როგორია გუბერნატორის გეგმები, შალვა კერესელიძე „მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. შალვა კერესელიძე:  დაგეთანხმებით, რომ პრემიერის უმთავრესი დავალება იყო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე,  უმაღლესი დონის წესრიგი და დისციპლინა.  ამას მე ვეთანხმები, რადგანაც, თუ არ იქნა დისციპლინა და წესრიგი, ყველა სხვა დანარჩენ საჭიროებაზე,…

მეტი...

ადამიანების მიერ დანთებული კოცონით ხანძრის გაჩენის შემთხვევები გახშირდა 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს დაწვისას, ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ცეცხლი დიდ ტერიტორიებზე ვრცელდება და მასშტაბურ სახეს იძენს, შედეგად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას. მათივე ინფორმაციით, ასევე, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით იძახებენ სამაშველო ბრიგადებს, რის გამოც, საფრთხე ექმნება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს. “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ,…

მეტი...

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაზე თბილისს ევროკომისარი ეწვევა

​საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს, 3 სექტემბერს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. მისი ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რომელიც  მოსწავლეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე 30 მოსწავლეა შერჩეული. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია და ის პირველი სკოლა იქნება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. მოსწავლეები შეირჩევიან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. ევროკომისიისა…

მეტი...