გუბერნატორმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა

გუბერნატორმა  და  ყაზბეგის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროექტებზე იმსჯელეს. შალვა კერესელიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს წამოჭრილ  საკითხებზე. „დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან. სწორედ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მოქმედებით ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და ხალხისთვის სასარგებლო გავხადოთ“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა.  

მეტი...

მინსკში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიხსნა

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიხსნა. ფესტივალი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის საფუძველი იმის, რომ მინსკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები არიან. თუმცა, ვფიქრობ ამ ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია. ასევე, მინდა ქართულ დიასპორას მივესალმო და წარმატებები ვუსურვო ყველაფერში. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ „თბილისობა 2018“ გახსნის ღონისძიებაზე. თბილისობის ფარგლებში, მინსკში სხვადასხვა სახის…

მეტი...

გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ახალგორისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სოფლების – წეროვანისა და ყანობის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების საჭიროებების შესახებ მოისმინა. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. შალვა კერესელიძემ ხაზი გაუსვა რეგიონში ტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობას, ახალი პროგრამების დანერგვის საჭიროებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.  

მეტი...

“მცხეთა-მთიანეთის რეგიონი მაქსიმალურად ჩაერთვება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში” – შალვა კერესელიძე

საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, 30 აგვისტოს, ქალაქ მცხეთაში,  „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის შალვა კერესელიძის განცხადებით „ მცხეთა –  მთიანეთის  რეგიონი მაქსიმალურად  ჩაერთვება  სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, იდეური მიმართულებით.“ სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდას და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება. საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ტარდება და მიზნად ისახავს…

მეტი...