თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირებულია – ანგელა მერკელი

საქართველოში ვიზიტად მყოფილი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაჩვენებელი მცირდება. მისივე შეფასებით,  საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა. ეს არ ღირს ამად“, – განაცხადა მერკელმა. შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალისაციის შემდეგ საქართველოდან წასული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, იმდენად გაიზარდა რომ ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პრობლემის გამო,…

მეტი...

„ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ“ – გერმანიის კანცლერი

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენი წვლილის შესატანად, ყველაფერს გავაკეთებთ“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანელა მერკელმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მერკელმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესს მისი საქართველოში ვიზიტიც დააჩქარებს. „საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, – აღნიშნა კანცლერმა.

მეტი...

“ოკუპაცია დიდი უსამართლობაა, ჩემი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის“  – ანგელა მერკელი 

„ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით” –  ასეთია ანგელა მერკელის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. ანგელა მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას „დიდ უსამართლობას“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს. „ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე რუსეთის პრეზიდენტს  ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა.…

მეტი...

თბილისში რეგისტრაცია ჯერ მხოლოდ 500-მდე ტაქსმა გაიარა – ექსპერტის შეფასება   

ახალი რეგულაციების თანახმად, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ტაქსის მომსახურების გაწევა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. კანონდარღვევა კი 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.  თბილისის მერი კახა კალაძე, რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იუსტიციის სახლის გარდა, ლიცენზიის მიღება შესაძლებელია თბილისის ათივე გამგეობაში.  ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ.  ​ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რამდენი ტაქსიც მოძრაობს დედაქალაქში, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც…

მეტი...

ჯგუფური ყაჩაღობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ბათუმისკენ მიმავალ მსუბუქ ავტომობილზე ყაჩაღურ თავდასხმასა და დიდი ოდენობით თანხის გატაცებაში ბრალდებულ, აზერბაიჯანის მოქალაქეებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ​​ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აზერბაიჯანის მოქალაქე – ჰ.ა და რ.ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე. 2017 წლის 30 ნოემბერს, ბათუმში მიმავალ “ბე-ემ-ვე – X5” მოდელის ავტომობილს, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღურად დაესხა დამნაშავეთა ჯგუფი. მათ პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში მიიყვანეს. გაიტაცეს…

მეტი...

ანგელა მერკელთან ერთად საქართველოში გერმანელი ბიზნესმენებიც ჩამოვლენ

 „პოლიტიკურის გარდა ეს ვიზიტი მოიცავას ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რომტება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღებენ ქართული კომპანიებიც“ – აცხადებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. პრემიერის შეფასებით,  გერმანიის კანცლერის  საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს გვერდით დგას. „ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. გერმანიის კანცლერი საქართველოს 10 წლის წინაც სტუმრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს…

მეტი...

ანგელა მერკელი 15:30 საათზე ჩამოფრინდება – შეხვდრების გრაფიკი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი თბილისში 15:30 ჩამოდის. მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან, საიდანაც ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია  სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერისა და   საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირისპირ შეხვედრა. ასევე დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის…

მეტი...

თიხაში გაცოცხლებული გმირების საოცარი ისტორია საჩხერეში – „ქართველებმა ხელნაკეთი ნივთის ფასი არ იციან“

  ეკა გულუა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში პატარა ადამიანები, გმირები, პერსონაჟები და სხვადასხვა დღესასწაული თიხაში ცოცხლდება.  ეს ნამდვილი სასწაული კი საჩხერეში, ერთ-ერთ პატარა, თვითნასწავლი ხელოვანის – ნინო სვიმონიშვილის ხელიდან ხდება. თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ გოგონა წლებია, ემიგრაციაში გამგზავრებას ფიქრობს. თუ რატომ, „მთავართან“ რუბრიკაში „პროფილი“ თავად საუბრობს. ნინო სვიმონიშვილი 28 წლისაა. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. თბილისელი გოგონა 3 წელია საჩხერეში ცხოვრობს და იქ თავისი პატარა, სუფთა, მწვანე სამყარო აქვს შექმნილი. ნინო სვიმონიშვილი: „ხელოვნება ძალიან მიყვარს. ის ჩემი სფეროა. თავიდან თექით დავიწყე. ბავშვოვიდან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები, რაღაცის შექმნა, რადგანაც, ოჯახში…

მეტი...