თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სახლის კედლის უნიკალური მოხატულობა განადგურებას გადაარჩინეს

​თბილისის, რეზო თაბუკაშვილის ქუჩის N 22 -ში არსებული ისტორიული შენობის კედლებზე განთავსებული უნიკალური ნახატები განადგურებას დღეს, მოქალაქეებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი თამარ თავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მის ხელთ არსებული ინფორმაცია მან მერიის პრესსამსახურს მიაწოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ვითარება ადგილზე გაარკვიეს და საბოლოოდ ნახატები განადგურებას გადარჩა. “მეგობარმა და ძველი თბილისის დიდმა გულშემატკივარმა დღეს გამომიგზავნა ეს პირველი სურათი, სადაც შეთეთრებული კედელია და მომწერა, რომ ამ სახლის სადარბაზოში რემონტია. ერთი ნახატი უკვე აღარ არსებობსო და როგორ გადავარჩინოთ მეორე მაინცო, – მკითხა. დავრეკე მერიის პრესსამსახურში, მადლობა მათ ოპერატიული რეაგირებისთვის. მაშინ მივიდა…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბულგარეთის პრემიერმა 3 მინისტრი მოხსნა

ბულგარეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა, ბოიკო ბოისოვმა, 3 მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად მოუწესრიგებელი საგზაო ინგრასტრუქტურა სახელდება. „ტრანსპორტის, რეგიონალური განვითარების და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მომხდარზე, რადგან დღემდე ვერ მოხერხდა მძიმე მდგომარეობაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა. ბულგარეთში, გასულ შაბათს, მგზავრებით სავსე ავტობული გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.  ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარში ავტობუსის მძღოლის დადანაშაულებას ცდილობდნენ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცოცხალი გადარჩა. ავტობუსს პენსიონერები გადაჰყავდა, რომლებიც ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები იყვნენ და კონცერტზე მიდიოდნენ. მძღოლმა საჭე…

მეტი...

მამა დავითის ეკლესიის გამო, გიგანტური წარწერა “თბილისის” იდეამ კრახი განიცადა

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერა „თბილისის“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ დაიწუნა და მიზანშეუწონილად მიიჩნია. იდეა დედაქალაქის მერიას მოქალაქემ – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მოაწოდა. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, იზიარებს საბჭოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ იდეის დაწუნების ერთ-ერთი ფაქტორი მთაწმინდეს ფერდობზე არსებული მამა დავითის ეკლესიაა. მისივე თქმით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება და მათი რეკომენდაციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან ბევრი წინადადება შემოდის. აქედან ზოგი საინტერესოა, ზოგიერთის განხორციელება კი შეუძლებელია. რაც შეეხება წარწერას, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან…

მეტი...

გურჯაანის ბაგა-ბაღებს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადაეცა

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, ქალაქ გურჯაანის რამდენიმე ბაღს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადასცა. ბაგა-ბაღებში ახალი ინვენტარის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება, ამჯერად საწოლის კომპლექტები და სათამაშოები ბავშვთა მაღალკონტიგენტიან ბაღებს გადაეცათ. როგორც  გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი აცხადებს,  ყოველწლიურად,  დანაზოგიდან ახერხებენ ზაფხულობით ბაგა-ბაღების გარკვეულ ნაწილს, განუახლონ სალოგინე აქსესუარები და  მცირე რაოდენობით სათამაშოები შეიძინონ. ” წლეულს გურჯაანის ნომერ პირველ და მეოთხე ბაღს, ასევე სოფელ გურჯაანის პირველ და მეორე ბაღს და ახაშნის ბაგა- ბაღს გადავეცით ლოგინის აქსესუარები: ლეიბი, საბანი და პლედი – სულ 65 კომპლექტი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ და მეოთხე ბაღს შარშან…

მეტი...

“ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ”- კახა კალაძე თავის წინამორბედებზე

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, დედაქალაქის გზები მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსასწორებლად, მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. ​როგორც კახა კალაძემ, დღეს, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, წლების წინ, ერთ-ორ პროექტს განახორციელებდნენ და ქალაქის მერია ამით კმაყოფილდებოდა. “სტატისტიკას თუ გადახედავთ, დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს ჩატარებულა. ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში მდგომარეობა რამდენად მძიმეა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს კიდევ ბევრი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. წლების წინ, ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ ოთხი წლით ვართ მოსული, რაც საკმაოდ ცოტა დროა. ამ…

მეტი...

მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი არ იქნება – “მაქვს განცდა, რომ სწორი გზით მივდივარ”

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მეორე ვადით პრეზიდენტობას არ გეგმავს და აცხადებს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში კენჭს არ იყრის. ​როგორც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ქართველ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ელიტის ან სხვა რომელიმე ჯგუფის სამსახურში არ ყოფილა და სხვა ფორმით განაგრძობს საქართველოს სამსახურს. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას…

მეტი...

თბილისის ერთ-ერთი პარკის გარშემო 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა​

​თბილისში, გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარკის გარშემო, 700 მეტრის სიგრძის საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, ხოლო პარკის ტერიტორიაზე, რომელის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი დაირგვება, მათ შორის, ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, ასევე, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის…

მეტი...

პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე პროკურატურაში რეორგანიზაციას იწყებს. მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია უკვე გამოცხადდა. შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა. პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ასევე მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს. შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ატესტაციას, მრავალკომპონენტიან შეფასებასა და მთავარ პროკურორთან გასაუბრების ორგანიზებას უზრუნველყოფს. რეორგანიზაციის…

მეტი...

მოსწავლეებს მეტალოდეტექტორზე შეამოწმებენ

„ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად,  ახალი სასწავლო წლიდან, სკოლაში შემსვლელ მოსწავლეების  „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების“  მეთოდით შემოამწებენ.  საეჭვო ნივთის ან იარაღის  აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმეში ძალოვანი უწყება ჩაერთვება. მეტალოდეტექტორის გამოყენების აუცილებლობა სკოლებში სხვადასხვა სახის საგნისა და იარაღის შეტანის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა. სკოლებში კონტროლს ორივე სქესის მანდატურები განახორციელებენ.  გოგონებს ქალი მანდატური შეამოწმებს, ბიჭებს კი მამაკაცი. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელიც დაესწრება.

მეტი...

ფერმერებს სიცოცხლის უსაფრთხოებაზე მეტად, ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ – ხათუნა ახალაია

ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია​ საჭიროდ მიიჩნევს, ​სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  განახორციელოს ფერმერების რეგისტრაცია, რომლებიც მოიწამლნენ პესტიციდების მოხმარებით და მათ ჩაუტარდეთ სწორი მკურნალობა. მძიმე დაავადებებს, რომლებიც ქვემო ქართლის მოსახლეობაში ვლინდება, ძირითადად პესტიციდების უკონტროლოდ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე გამოიყენება იწვევს. ასევე, საჭიროა, პესტიციდების შემომტან კომპანიებს დაევალოთ, შემოტანილი ქიმიური ნივთიერების შესატყვისი დამცავი სამოსის შემოტანაც. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა,  გამოკითხული ფერმერების უმეტესობას უსაფრთხოების წესების დაცვაზე მეტად ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებთ, რომ მოჰყავთ პროდუქცია და ვერ ასაღებენ. “მათ სოციალური პრობლემები უფრო აწუხებთ და არ დაეძებენ, დაიცავენ თუ არა თავს. მამაკაცებთან…

მეტი...

“მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის” – შატილობა შატილში

ხვალ, პირველ სექტემბერს შატილში  სახალხო დღესასწაულს –  „შატილობას“ აღნიშნავენ.  “მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის” – ასეთია  ღონისძიების სლოგანი, რომელის დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება. როგორც თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, დღესასწაულს სოფელი შატილი,  სოფელი მუცო და ჩასული სტუმრები   რეაბილიტირებული მუცოს კომპლექსითა და აღდგენილი შატილის კოშკით ხვდებიან, რომლის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია შესული. „სახალხო დღესასწაულის მიზანია პირიქითა ხევსურეთის ჩართულობის გაზრდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში, რაც დაკავშირებულია ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებასთან და საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებასთან საქართველოს დანარჩენ ნაწილთან“ – აცხადებს ქუცნაშვილი. შატილობის დღესასწაულზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. მათ შორის:  ლუდის…

მეტი...

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასი ნახევრდება

3 სექტემბრიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის 50%-ით შემცირდება. ფასდაკლება შემდეგ მედიკამენტზებზე გავრცელდება:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ; ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა;…

მეტი...

ფეხმძიმე ქალების გარდაცვალებაზე 28 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

მშობიარე ქალების გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით ექიმებს სხვადასხვა სახის პასუხისმებლობა დააკისრა, თუმცა სს პასუხისმგელობა არცერთს შეხებია.   პროფესიული განვითარების საბჭო მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობით შემოიფარგლა. მოკვლევის შედეგები 2015-2018 წლებს მოიცავს. ამ პერიოდში  პროფესიული განვითარების საბჭომ 11 გარდაცვლილის საკიტხი შეისწავლა.  28 ექიმიდან, ერთმა ნაწილმა სახელმწიფომ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, მეორე ნაწილს კი სერტიფიკატის მოქმედება რამდენიმე თვით შეუჩერა. აღნიშნულ მაჩვენებელში მოხვდნენ როგორც თბილისის, ისე  რეგიონების ექიმები. კერძოდ,  თბილისი, ოზურგეთი,  ბათუმი,  ქუთაისი და რუსთავი.

მეტი...

ახალი კარტოფილი ბავშვებში მძიმე დაავადებებს იწვევს 

ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია მოსახლეობას ურჩევს, ახალი კარტოფილის ბავშვების საკვებად გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან ხშირ შემთხვევაში მასში შესაძლოა იყოს ქიმიური ნივთიერება გლიფოსატი, რომელსაც ფერმერები ნიადაგის სარეველებისგან გასაწმენდად იყენებენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა, გლიფოსატი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბავშვებში გონებრივ განვითარებას აზიანებს. აღნიშნული ნივთიერება კარტოფილზე 60 დღის განმავლობაში რჩება. 60 დღის განმავლობაში ახალი კარტოფილი უკვე მწიფეა და თუ მეორედ ვინმემ გამოიყენა, კიდევ 60 დღე უნდა დაელოდოთ. “​​გლიფოსატი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ახალშობილის თავის ტვინის იმ უბანზე მოქმედებს, რომელიც ზრდა და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის…

მეტი...

ქვემო ქართლში ადამიანების მოწამვლის მაჩვენებელი მაღალია, ექიმთან მიმართვა კი დაბალი

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, 2014 – 2016 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად , პესტიციდების არასწორად და უსაფრთხოების წესების დაუცველად მოხმარების გამო სხვადასხვა ტიპის დაავადებები გამოვლინდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ განაცხადა, გამოკითხულთა შორის ​მოწამვლის შემთხვევები ძალიან მაღალია, მაგრამ სამედიცინო პუნქტებისთვის მიმართვიანობა ძალიან დაბალია. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ქართული ენის არცოდნა. “ქვემო ქართლის მოსახლეობის 2 %-მა იცის ქართული კითხვა, რაც იმას, ნიშნავს, რომ პროდუქციის ეტიკეტის წაკითხვა არ შეუძლიათ. მოწამლული პაციენტი ეტიკეტით ხელში უნდა მივიდეს ექიმთან, რომელსაც იყენებდა ნიადაგის დამუშავებისას. ექიმმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია ამ ნივთიერების შესახებ,…

მეტი...

თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

თბილისში, ზაფხულის განმავლობაში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება და სექტემბრისთვის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მათ შორის, დასრულებულია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოების მეორე ეტაპზე მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები, გარე განათება და სხვა. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაშვილის აღმართზე, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარებზე ქვაფენილი მოეწყობა. მოწესრიდგება გარე განათება, ძველი ბოძები შეიცვლება და ახალი სანათები დამონტაჟდება. ადგილზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასევე, მოწესრიგდა კლდიდან ასავლელი კიბე, რომლითაც ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქტიურად სარგებლობენ. “ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ…

მეტი...

კვლევა და მიღებული მძიმე შედეგები ქვემო ქართლში

ავთვისებიანი სიმსივნე და ებრიონული ანომალიები – ეს იმ მძიმე დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქვემო ქართლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის პრობლემაა. მიზეზი კი პესტიციდებია, რომლებიც უკონტროლოდ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე გამოიყენება. ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ პესტიციდებით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშრებული რისკები და მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ მძიმეა და შედეგები შეიძლება ფატალურიც იყოს. კვლევის შედეგებს ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს 11:00 საათზე წარმოადგენს.

მეტი...

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“კანონპროექტის საჯარო განხილვა მცხეთაში გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის მორიგი საჯარო განხილვა მცხეთაში გამართა. განხილვების მიზანია სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული საზოგადოებისგან შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენა, რომელიც შემდეგ კანონპროექტში აისახება. ​როგორც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 მილიონ ლარამდე დახარჯა და ეს სიკეთე უნდა მიდიოდეს მოქალაქეებამდე. სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ოჯახისთვის. პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრისას, საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ნარკომანიაზე და განაცხადა, რომ გამოსავალი ახალგაზრდების სპორტში…

მეტი...

მთაწმინდის ფერდობზე განთავსდება საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე შესაძლოა განთავსდეს საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”. პროექტ “შენი იდეა თბილისი მერს” ფარგლებში წარმოდგენილმა იდეამ მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს დაევალა ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის. თავად იდეის ავტორის აზრით, გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით შესაძლოა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, იდეის ხორცშესხმით დ​აინტერესდა ორი დიდი კომპანია – „ფილიპსი“ და „იგუცინი“. მისივე თქმით, ასევე განიხილება მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის – „თბილისი“ განთავსების იდეა, რომელზეც, საბოლოო…

მეტი...

ქართველმა კრიმინალებმა შს მინისტრის სახლი გაქურდეს

იტალიაში ქართველი კრიმინალები დააკავეს. მათ ბრალად ედება ბინების ძარცვა და ყაჩაღობა. მათ შორის,  იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდვა. საქართველოს ხუთი მოქალაქე მილანში 2 დღის უკან დააკავეს. არაერთ კრიმინალურ საქმიანობასთან ერთად, ისინი სახლების ძარცვითაც იყვნენ დაკავებულები.  დაყაჩაღებულ სახლებს შორის არის მინისტრის მშობლების საცხოვრებელი ბინა. პოლიციამ მათი დაკავება მაშინ მოახერხა, როცა მილანის დატოვებას ცდილობდნენ. იტალიის პოლიციამ ნაქურდალი ქონების მცირე ნაწილი ამოიღო, მათი ვარაუდით, ნაქურდალი ნივთების ძირითადი ნაწილი კრიმინალებმა ქვეყნიდან გაიტანეს. ეჭვმიტანილთა ვინაობა იმ მარტივი მიზეზით ვერ სახელდება, რომ მათ სხვადასხვა პასპორტი ჰქონდათ და მათი იდენთიფიკაცირება მიმდინარეობს.

მეტი...

უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა

ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს, შარშანდელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, თუმცა, უმაღლეს სასწავლებლებში  14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა. თავისუფალი ადგილები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც დარჩა. 482-ია სტუდენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა, საჭირო ქულებივერ დააგროვა და უნივერსიტეტის მიღმა რადჩა. 12 000-მა აბიტურიენტმა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.

მეტი...

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ელექტრონული მოწყობილობებით აღიჭურვებიან  

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმა სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. სამსახურის თანამშრომლები აღიჭურვებიან ელექტრონული მოწყობილობებით და ექნებათ სპეციალური ფორმები. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა ძალიან მალე დასრულდება. უკვე შეძენილია საჭირო სატრანსპორტო საშუალებები, საჭირო აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს სჭირდებათ. “ამ ეტაპზე იკერება ფორმები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და მომდევნო თვეში, სექტემბრის ბოლოსთვის, უკვე მზად ვართ, დავასრულოთ რეფორმა და საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული ზედამხედველობის სამსახური”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ​​ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმით თბილისის მერი კახა კალაძე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო,…

მეტი...

“კაშიას იმაზე მეტს არავინ დამართებს, რაც მან დამართა საკუთარ თავს” – კონსტანტინე მორგოშია 9 სექტემბრის აქციაზე

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” დამფუძნებელი  კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგია, მაგრამ მისთვის მიუღებელია,  ფეხბურთელ გურამ კაშიას პროპაგანდისტული აქცია, როდესაც მან  ლგბტ ადამიანების მხარდაჭერად ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სამკლაური გაიკეთა.  9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის თამაშის დროს, “ქართული მარშის” წევრები საპროტესტო აქციას გამართავენ. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს,  კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, “ქართული მარშის” წევრები არ აპირებენ ვინმესთან კონფრონტაციას, ინციდენტების მოწყობას ან კაშიასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას. “გურამ კაშიასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ ვაპირებთ. კაშიას იმაზე მეტს არავინ დამართებს, რაც მან დამართა საკუთარ თავს. ჩვენ ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და ვაპირებთ, რომ ეს აქცია ჩატარდეს. აქცია იქნება მრავალათასიანი.…

მეტი...

მივმართეთ კაშიას, არ ჩასულიყო უეფას Equal Game-ის ჯილდოს ასაღებად – კონსტანტინე მორგოშია

მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ 9 სექტემბერს, საქართველო – ლატვიის ნაკრებების თამაშზე დაინახავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის პროპაგანდას ქართულ საზოგადოებაში. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე მორგოშიამ დღეს განაცხადა, “ქართული მარშის” წევრებმა მიმართეს კაშიას, არ ჩასულიყო უეფას Equal Game-ის ჯილდოს ასაღებად. 9 სექტემბერს კი, თბილისის დინამოს სტადიონის ტრიბუნებიდან 10 ათასობით ადამიანი გააპროტესტებს გურამ კაშიას ქმედებას. ​მისივე ინფორმაციით, ფეხბურთის გულშემატკივართა შორის, ყველა ტრიბუნაზე განლაგდებიან საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები, რომლებიც თამაშის მსვლელობისას კაშიას წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. ” მის ქმედებას გმობს ეკლესია და არა საზოგადოების…

მეტი...

უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის მიღების წესები უნდა გამკაცრდეს – კახა კალაძე

უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მიღების წესები გამკაცრდეს. კერძოდ, 300 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით მიიღოს საქართველოში ბინადრობის უფლება. კალაძის მოთხოვნაა, 300 ათასი ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით, ხოლო განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება – 5 წლიანი ვადით. როგორც კახა კალაძე აცხადებს, “ბინადრობის შესახებ კანონის” მოქმედ რედაქციაში არსებობს ხარვეზები, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისინი მათ სასარგებლოდ…

მეტი...

ხანძარი ხაშურის მუნიციპალიტეტში – ტყის ფოთლოვანი საფარი იწვის

​ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჰა-მდე ფართობი დაიწვა. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის საფარს გუშინ ღამით გაუჩნდა. ხანძარს 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყეში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრიდან ფოტომასალას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის არ არსებობს  ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელების საფრთხე. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა არ გამორიცხავს, რომ ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენის…

მეტი...

სახის არეში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ დანით მოკლა – ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, განზრახ მკვლელობისა და ძალადობისთვის ბრალდებულ ო.კ-ს, სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროკურატურაში განუცხადეს, დაახლოებით ერთი წლის წინათ, ბრალდებულს ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრისას, ხოლო შემდგომ პირადად მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ მოქალაქესთან, რა დროსაც ო.კ.-მ მას სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ქეშალოს მკვიდრ მ.მ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა დამნაშავე რამდენიმე 2 დღეში…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. დოკუმენტი ორპუნქტიანია და რამდენიმე ქვეპუნქტს მოიცავს და საუბარია იმ აკრძალვებზე, რაც საარჩევნო პერიოდზე ვრცელდება. დოკუმენტის მიხედვით: „1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილია რიგი შეზღუდვები, მათ შორის: ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს კომისიის წევრობის შემთხვევაში დროებით უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება; გ) საქართველოს შინაგან…

მეტი...

შემოსავლების სამსახურს მიხეილ დუნდუა უხელმძღვანელებს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. დუნდუამ გიორგი თაბუაშვილი ჩაანაცვლა.  როგორც ახალმა ხელმძღვანელმა „მთავარს“ განუცხადა, ის აღნიშნულ პოზიციაზე დღეს დაინიშნა. ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ჯანდაცვის სამინისტორმდე ტელეკომპანია „GDS“ გადაცემა 2030-ის ერთ-ერთი წამყვანი იყო.  

მეტი...

თბილისში, კუს ტბასთან მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო  მშენებლობა შეაჩერა. მშენებლობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა. ვითარებას ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, ამიტომ მისთვის და მისი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავს ადგილებში  მშენებლობა. კახა კალაძემ, თავის მოადგილეებს დაავალა შეხვდნენ მესაკუთრეს და საკითხი ცივილურად მოაგვარონ, რათა მისი, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესები არ დაზარალდეს. “ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი, რომ კუს ტბის ტყის მიმდებარედ, შუაგულ ტყეში, რესტორან “ოტიუმის” პირდაპირ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რაც ძირითადად, საძირკვლის ამოთხრას მოიცავდა.  რეაგირება მაშინვე მოხდა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა…

მეტი...

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობაში მზის პანელები დამონტაჟდება  

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, დამონტაჟდება მზის პანელები და 100-ზე მეტი სოფელი ელექტროენერგიით მომარაგდება. საუბარია 400 -მდე ოჯახზე, რომლებსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებათ. პროექტი ​საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ წინა კვირას მიიღო. ფშავ – ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას და ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონს. ” ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა,   ინტერნეტიზაცია დამატებით შეუწყობს ხელს იმას, რომ…

მეტი...

კოსტავას ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელი პირვანდელი სახით აღადგინეს 

თბილისის მთაწმინდის რაიონში, კერძოდ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა – ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია.​ რეაბილიტაციის შედეგს შპს “თბილსერვისჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე, დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.  

მეტი...