“2018 წლის ტოპ-ათეულში წარმოდგენილი ქვეყნებიდან, პირველ ადგილს რუსი ვიზიტორები იკავებენ”

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ტურისტული ვიზების ტოპ-ათეულში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, რუს ვიზიტორთა რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 31, 3 პროცენტით გაზრდილია.

„ტოპ-ათეულში წარმოდგენილი ქვეყნებიდან, პირველ ადგილს რუსი ვიზიტორები იკავებენ. მათი რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 33, 3 პროცენტითაა გაზრდილი.

გასულ წელს, საქართველოში ტურისტული ვიზით მყოფ 1 083 874 სტუმარს 697, 742 აზრებაიჯანელი ვიზიტორი მოსდევს, ათეულის შემდეგ ადგილებს კი, თურქეთი,, სომხეთის, საქართველოს, (არარეზიდენტი), ირანის, უკრაინის, ისრაელის, პოლონეთის, გერმანიის წარმომადგენელი ვიზიტორები ინაწილებენ.

„აღნიშნული მონაცემების მიხედვით, რუსეთი პირველობას არც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში თმობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით, 2019 წლის მაისის ჩათლით, საქართველოს 429,174 რუსი ტურისტი ეწვია“, – აღნიშნავს ალავერდაშვილი მედიაცენტრ „მთავართან“.   

მსგავსი თემები