2018, ქართული სპორტის გამარჯვების წელია, ყველაზე ძლიერი ადამიანი – ქართველი: მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, 2018 წელი, ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა.

​პრემიერი
 რუსთაველის თეატრში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. მან წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს – ლაშა ტალახაძეს გადასცა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამაყობს, რომ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია.

“თქვენ, 2018 წელს, კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო. დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარაოლიმპიელებს და მათი განსაკუთრებული წარმატების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული სპორტსმენი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, იმის მაგალითია, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს ალტერნატივა არ აქვს.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. წინ არის ტოკიოს ოლიმპიადა.

“ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მართლაც არის ჩემპიონებს სამშობლო. ამავე დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ქართველებს, შეიძლება არა მრავალრიცხოვანს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში.

​ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “2018, ქართული სპორტის გამარჯვების წელია, ყველაზე ძლიერი ადამიანი – ქართველი: მამუკა ბახტაძე”

  1. Right now it seems like Expression Engine is the best blogging platform out there right now.
    (from what I’ve read) Is that what you are using on your blog?

  2. Hi, I wish for to subscribe for this weblog to take latest updates, therefore
    where can i do it please assist.