2013- 2917 წლებში  პიარისთვის  98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით  საჯარო უწყებების მიერ პიარ აქტივობებსა და რეკლამაში დახარჯული საბიუჯეტო თანხები შეისწავლა. კვლევის მიედვით, აღნიშნულ პერიოდში დახარჯულია 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი თანხა. ჯამში კი,  პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში  159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

კვლევის მიხედვით, ხარჯის დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”) მოდის; რაცშეეხება ხარჯვის პერიოდს, ყველაზე მზარდი იყო  2016 წელი – საპარლამენტო არჩევნების პერიოდი.

“ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარ მომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემები მიუთითებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო დანახარჯები მკვეთრად მზარდია“, – ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, მათი ძირითადი რეკლამები “ასავალ დასავალსა” და “ალიაში” განთავსდა.

“მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა “ასავალ დასავალი” და “ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე მოხვდა იმ მედიების სიაში, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო. გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით. მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთხოვლი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს“, – აცხადებენ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“

 

მსგავსი თემები