“2013 წლის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა სასამართლოს მიმართ – რას ნიშნავს ეს”? – დეპუტატი მოსამართლეს

საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გოგა გულორდავამ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს კითხვით მიმართა და მისი ინტერვიუდან ციტატა წაუკითხა:

“2013 წლის მერე დაიძაბა დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ ისე, რომ მოსამართლეთა კონფერენციას ხშირად უწევს თავისი პოზიციის დაფიქსირება –  რა იგულისხმეთ ამაში, რას ნიშნავს 2013 დაიძაბა დამოკიდებულება? 

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა: “იმ დროს სასამართლოს მიმართ იყო მეტი არასამართლიანი კრიტიკა ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ. ამ სიტყვებში ვიგულისხმე ის პროცესები, რაც სასამართლოს მიმართებაში მიდიოდა.”

გოგა გულორდავა: “თქვენ რა იგულისხმეთ, რომ სასამართლო სისტემა უფრო უკეთესი იყო ვიდრე 2013 წლამდე?”

პაატა სილაგაძე: “არა, მაგას არ ვგულისხმობდი. იყო ფაქტები, კონკრეტული მოსამართლეების არჩევის საკითხზე და ა.შ საკანონმდებლო თვალსაზრისით ის წნეხი მოხსნილია, რაც 2012 წლამდე იყო. “

გოგა გულორდავა: “2012 წლამდე, საკანონმდებლო წნეხის გარდა, სხვა წნეხი არ არსებობდა”?

პაატა სილაგაძე: “მე, სხვა წნეხი არ განმიცდია.”

მსგავსი თემები