2012 წელთან შედარებით​ 83 %-ით გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება – დიმიტრი ხუნდაძე​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 41 %- ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დაფინანსება; 82 %-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევის დაფინანსება და 83 %-ით გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება.

დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას მუშაობის 6 წლიანი ანგარიში წარუდგინა და დემოგრაფიულ პოლიტიკაზეც ისაუბრა.

​მისი ინფორმაციით, კომიტეტის ინიციატივით მიღებულია საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მათთვის პროგრამების შემუშავება და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია.

ამავდროულად გაეროს მოსახლეობის ფონდის საგანგაშო პროგნოზზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის – საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.

„33%-ით იზრდება – აზერბაიჯანის მოსახლეობა; 7%-ით იზრდება – სომხეთის მოსახლეობა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები