“2011 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიაში შავ ფურცლად ჩაიწერება” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ეს დღე საქართველოს ისტორიაში შავი ფურცელი იქნება.

მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისს განვითარებული პროცესები სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

„2011 წლის 26 მაისი, სამწუხაროა, მაგრამ ეს დღე ჩაიწერება შავ ფურცლად საქართველოს ისტორიაში. აქ იყო გამიზნული მკვლელობა და ხალხის გამიზნული დასახიჩრება, რომელიც წარმოადგენს სისტემური დანაშაულის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელიც იმ პერიოდის სადისტურ მმართველობას ახასიათებდა.

ეს ფაქტია და ამ ფაქტს გვერდს ვერ აუხვალ, მით უმეტეს თუ კი გავიხსენებთ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს, კუბოს სახურავის ახდის უფლება არ მისცეს და ეს არის გამოხატულება იმისი, რაც ხელისუფლებამ მაშინ ჩაიდინა.

ეს არ იყო ძალის გადამეტებული გამოყენება, რომელიც შეტაკების დროს ხდება, ეს იყო განგებ გადაკეტვა გზების, რათა ხალხს თავი არ შეეფარებინა, გამიზნული გადამეტებული ძალის გამოყენება, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები