“2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი სააკაშვილის ხისტი რიტორიკაა” – კურტ ვოლკერი

“ხისტმა რიტორიკამ, რომელიც თავის დროზე საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ აირჩია, მიგვიყვანა შეიარაღებულ კონფლიქტამდე 2008 წელს”, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე მართლაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა. ის ეფექტიანად ავითარებდა ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან. თუმცა, პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამან შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ახლანდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყა რუსული აგრესიის შესახებ“, – განაცხადა დიპლომატი.

მსგავსი თემები