„2007 წლის 7 ნოემბერს, “ნაც. მოძრაობა“ შეეცადა, ქართველი ხალხის იმედისთვის “სული ამოეხადა” – დიმიტრი ხუნდაძე

„ქართველი ხალხის იმედისთვის სულის ამოხდის მცდელობა“ – ასე აფასებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე 7 ნოემბერს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს მცდელობა დღესაც გრძელდება.   

„2007 წლის 7 ნოემბერს, “ნაც. მოძრაობა“ შეეცადა, ქართველი ხალხის იმედისთვის “სული ამოეხადა.” ამ დღეს, მათ, საკუთარ მოსახლეობას, პირდაპირ ეთერში აჩვენეს თავისი რეალური სახე. ფეხქვეშ გათელეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ღირსება და ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება. სწორედ ამიტომ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა და ისინი ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს.

თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი “მოძმეები” დღემდე ვერ ითავისებენ მომხდარს და უფრო მეტიც, იმ დღიდან მოყოლებული, ცდილობენ, ნებისმიერი გზით დაიბრუნონ ხელისუფლება და ამისათვის არავის და არაფერს ერიდებიან. ამას ცდილობენ დღესაც. ებრძვიან ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებს. იერიში მოაქვთ რწმენაზე და ძირს უთხრიან მთავარ ღირებულებებს. თუმცა, ქართველი ხალხის ნება მაინც გაიმარჯვებს და მას “სულს ვერავინ ამოხდის”. ამისათვის აუცილებელია, წარსული სწორად შევაფასოთ და არ დავივიწყოთ ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რომ, ის, რაიმე ფორმით უკან არ შემოგვეპაროს“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები