2000-მდე ვებ გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე შსს განცხადებას ავრცელებს

„კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“ –  აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაზე საუბრობენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

როგორც ძალოვან სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

„ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. “დიფეისი” (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური. 28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით“, – ვკითხულობთ  შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “2000-მდე ვებ გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე შსს განცხადებას ავრცელებს”

  1. Hi every one, here every person is sharing these experience, therefore it’s good
    to read this web site, and I used to pay a visit this webpage
    everyday.

  2. When browsing the net quite often I have discovered a web page than can be quite though-provoking such as this one. I desired to shared that I discovered the information within your website was really amazing and interesting so that I’ve learned many things. I will be certain to look for the next write -up. Thank you very much for the excellent write-up. I will come again for sure in the future.