200 000 შეგროვდა, თუმცა, ნათიას, სიმსივნემ ბოლო მოუღო

„15 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად 200 000 მადლიანი ადამიანი იძებნება“ – ამ სთაურით სტატია „მედიაცენტრ მთავარში“ სტატის 21 მაისს მომზადდა. კეთილი და გულისხმიერი ხალხის დახმარებით, ნათიას გადასარჩენად, 200 000 დოლარი ოპერატიუად შეგროვდა, თუმცა, სულ ტყუილად. ნათია, 15 წლის მზესავით ნათელი გოგონა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვა.

“ვეძებ 200 000 მოხალისეს, 200 000 მოკავშირეს, 200 000 მადლიან ადამიანს, რომლებსაც პატარა გოგოს ტრაგედია სულს აუფორიაქებს! როგორ დავიჯერო, რომ ვერ ვიპოვი?! და თუ ვართ ამდენი, მაშინ სულ მარტივად შევძლებთ ვუყიდოთ ნათიას სიცოცხლე,” – წერდა 15 წლის ნათიას დასახმარებლად მისი მასწავლებელი, ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში.

„მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს ნათიას ოჯახის მოუშუშებელ ტრაგედიას და მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს გამოჩენილი გულისხმოერებისთვის.

ნათია სიმსივნეს ებრძოდა. კიბოს მეტასტაზებმა კი ლიმფურ მილებსა და ძვლებშიც შეაღწია.

დაწვრილებით, ნათიას ტრაგიკულ ისტორიას შეგძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://mcm.ge

მსგავსი თემები