20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია. პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა და სხდომის დასრულების შემდეგ, მან ხმაურით გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.

მსგავსი თემები