20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს, ლევან იმერლიშვილს პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. დაცვის პოზიციას არ იზიარებს ბრალდების მხარე. პროკურორის განმარტებით ბრალდებულს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეუძლია.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

მსგავსი თემები