20-15 ბათუმის სასარგებლოდ – სარაგბო კლუბ ბათუმის მორიგი წარმატება

საგარბო კლუბმა „ბათუმმა“ „დიდი ათის“ მეცხრე ტურნეს ფარგლები, მარნეულის „არმაზს“ უმასპინძლა. თამაში „ბათუმი რაგბი არენაზე“ ბათუმელი მორაგბეების მორიგი წარმატებით დასრულდა. შედეგად კი ეროვნულო ჩემპიონატის სატურნო ცხრილში „ბათუმმა“ პრინციპული პირველი ადგილი შეინარჩუნა.

„საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრა მარნეულის “არმაზთან”, რომელსაც ბუნებრივია ველოდით. კლუბი არმაზი ეროვნული ჩემპიონატის სატურნო ცხრილში, მესამე ადგილს იკავებს, რაც მის სპორტულ განწყობაზე მეტყველებს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ და მყარი პირველი ადგილის პრინციპულად შენარჩუნებისთვის, საშინაო არენაზე, მორიგი გამარჯვება ვიზეიმეთ. ჩვენი კლუბის მრავალ წარმატების ფაქტორთაგან ერთ-ერთია სარაგბო კლუბ „ბათუმის“ – სკოლის აღსაზრდელთა ამოსვლა უმაღლეს გუნდში“ – აღნიშნა კლუბის ხელმძღვანელმა ზვიად უნგიაძემ „მთავართან“ საუბრისას.

მისივე თქმით, დაუღალავი 5 წლიანი მუშაობის შედეგად, ბათუმი ათი ადგილობრივი მორაგბით გავიდა სტადიონზე და ის შედეგი, რაც დღემდე დაიდო, სამწვრთნელო შემადგენლობის (მინდია ღლონტის, მამუკა სალუქვაძის, ირაკლი ნინიძის, დავით გუგუშვილისა და ირაკლი გიორგაძის) მაქსიმალური თავდადების შედეგია.

„მაღალი კლასის ლეგიონრებთან ერთად, ჩვენი სამწვრთნელო შტაბის სფეციფიკური და შრომატევადი მუშაობის შედეგად, ბათუმელი მორაგბეების კვალიფიკაცია საგრძნობლად გაიზარდა და დღეს, ისინი მსგავსად მაღალი კლასის ლეგიონრებისა, რომლებიც ჩვენს კლუბში ირიცხებიან, დიდ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ! ჩვენი კლუბის უმთავრესი ამოცანა და შეუცვლელი მიზანია, ადგილობრივი მორაგბეების გაზრდა მაღალკვალიფიციურ მოთამაშეებად, რაც იქნება მოტივაცია ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც დღეს, ჩვენს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ირიცხებიან“ – აღნიშნა უნგიაძემ „მთავართან.

მსგავსი თემები