20 000 ავტომობილი უკვე დახარვეზდა – ტექინსპექტირების მეორე ეტაპი დღეს იწყება

პირველი ოქტომბრიდან, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარებიან, რომლის ძრავის მოცულობა  3000 კუბურ?სანტიმეტრს ან მეტს შეადგენს, კერძოდ, თუ ამ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარ,იღია  2013 წლის 30  სექტემბერი, მან ინსპექტირება  2018 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაიაროს. ტექნიკურ ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში კი ის ჯარიმას

დაექვემდებარება. თუ  ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის და დახარვეზდება, მას პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა აქვს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისთვის საჭიროა:  სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რეგისტრაციის მოწმობა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავად არჩევს,  სად, რომელ ცენტრში გაივლის ინსპექტირებს.

რაც შეეხება ტექდათვალიერება გავლილ ავტოვანქატების სტატისტიკას, როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორმა, ვაჟა იორდანიშვილმა „მთავარს“ განუცხადა, როგორც პირველი იანვრიდან დღემდე დატესტილია 80 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ინსპექტირება გაიარა 60 000-მა ერთეულმა ხოლო 20 000, ანუ 26% დახარვეზდა.

მსგავსი თემები