20 წლის ქართველი მორაგბე, საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა

20 წლის მორაგბე, საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა. სპორტსმენი ქუთაისის სარაგბო კლუბ “არესში” თამაშობდა.  სპორტსმენს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიას დიაგნოზი, რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მის გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდიც იყო შექმნილი, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“ქუთაისის “არესის” მორაგბე ლეიკემიამ გუშინ დაამარცხა.  20 წლის მორაგბემ ბოლომდე იბრძოლა, ბოლო წამამდე… ბევრი ადამიანი ცდილობდა საბას დახმარებას და იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, თუმცა გუშინ, ძალიან ცუდი ამბავი გავიგეთ….  ნათელში იყოს საბა, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებთ. საშინელებაა ასეთი მაგარი ბიჭის დაკარგვა”, –  ვკითხულობთ ქართული საერთაშორისო რაგბის ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი თემები