“20 ივნისს, მომიტინგეების გაფრთხილების საჭიროება არ იყო”- გიორგი გახარია

“მომიტინგეები რაღაც შემთხვევაში გავაფრთხილეთ, რაღაც შემთხვევებში არა. სიტუაციას გააჩნია. წყლის ჭურვისა და გაზის გამოყენებისას გაფრთხილება მოხდა,” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას, იყო თუ არა საჭირო 20 ივნისს გაფრთხილება და გააფრთხილეს თუ არა, მიტინგის დარბევის შესახებ მომიტინგეები.

გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების მოგერიებისთვის, პოლიციელებს კანონიერი უფლება ჰქონდათ გამოეყენებინათ სპე-საშუალებები.

“იმ შემთხვევაში, როდესაც 300 პოლიციელს გასტაცეს ფარი, როდესაც 30 პოლიციელი თქვენი მოწოდებით გაიტაცეს ბრბოში და რომელსაც სცემდნენ, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება აუცილებელი მოგერიებისთვის გამოეყენებინათ ყველა საშუალება,” – უპასუხა გიორგი გახარიამ დეპუტატს.

ელენე ხოშტარიას კითხვას, იცნობს თუ არა გიორგი გახარია კანონს, რომელიც ამბობს, რომ ძალის და სპეც დანიშნულების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მომიტინგეების გაფრთხილება, გიორგი გახარია პასუხობს: “გააჩნია შემთხვევას. არსებობს გადაუდებელი მოგერიების აუცილებლობა, რომელიც აძლევს პოლიციელს უფლებას კანონის შესაბამისად გამოიყენოს სპეციალური აღჭურვილობა.” შეგახსენებთ, რომ პრემიერ მიისტროსბის კანდიდატს , ამ წუთებში, პარლამენტში უსმენენ.


მსგავსი თემები