“20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება” – გიორგი გახარია შესაძლო გადადგომაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.  

გიორგი გახარიას განცხადებით,  20 ივნისს ისევ პრემიერი იქნება და პოსტის დატოვებას არც არჩევნებისთვის აპირებს.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს ინფორმაცია გავრცელებული ჩემი გადაგომის შესახებ. მინდა მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები რეალურად – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება. არჩევნები ხო შემოდგომაზეა? მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით-მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები