“20 ივნისი მძიმე დღე იყო იმის გამოც, რომ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ აზრი, რომ შეიძლება, პარლამენტზე შტურმით შეცვალო პოლიტიკური ვითარება” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისი მძიმე დღე იყო იმის გამოც, რომ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ აზრი, რომ შეიძლება, პარლამენტზე შტურმით შეცვალო პოლიტიკური ვითარება. ამის შესახებ სესიაშვილმა წელს, 20 ივნისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შეფასებისას განაცხადა.

„20 ივნისი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე იყო, რადგან ჩვენმა თანამოქალაქეებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რაც ყველას დიდი გულის ტკივილია. მაგრამ ამასთანავე, მძიმე დღე იყო იმის გამოც, რომ პოლიტიკოსებს თავში ჯერ კიდევ უდევთ ის აზრი, რომ შეიძლება, პარლამენტზე შტურმი მიიტანო და ამით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალო, რაც ასევე სამარცხვინოა და დანაშაულია.

როცა პოლიტიკოსები კიდევ ასეთი გზებით დემოკრატიისკენ სვლას ცდილობენ, ეს მათი რეალური სახეა. რა იქნება 20 ივნისს, ეს იმ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი. მათი პოლიტიკური აქცია იქნება და საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი თემები