20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამასთან, მას საზღვრის კვეთა აეკრძალა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა სოსო ბაჯელიძემ სხდომაზე ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სოსო ბაჯელიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბაჯელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს მისცა პასუხისგებაში და ბრალი წარუდგინა.

მსგავსი თემები