“20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც იცის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას, კობახიძის თქმით, ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მსგავსი თემები