“2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სახიფათოა” – იაპონელი ექსპერტები

“2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სახიფათოა”, – ამის შესახებ CNN იაპონიის პედიატრთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს. 

ტელეარხის ცნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ პირბადემ პატარებს შესაძლოა სუნთქვა გაურთულოს. ექიმები ასევე განმარტავენ, რომ პატარებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ, ამიტომ ნიღბის ტარების შემთხვევაში, მათ ფილტვებზე დატვირთვა გაიზრდება.

ექსპერტების გადაწყვეტილებით, რადგან ბავშვები დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მათთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

მსგავსი თემები