“2 ნაბიჯი და ვახო ახვლედიანიც არაგვში აღმოჩნდებოდა” – შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის ადვოკატი

18 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებული, ვახო ახვლედიანი არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ბოლოს ნახა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი. ადვოკატის, მზია ქასრაშვილის თქმით, როდესაც ახალგაზრდებს თავდამსხმელი მისდევდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოახერხა ბუჩქებში დამალვა, შაქარაშილის კვალი კი ამის შემდეგ იკარგება.

“ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პირველი გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, მეორე – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და უკან მისდევდა გურამ ამირხანაშვილი. როდესაც მათ ხიდის მოპირდაპირე მხარე გადაკვეთეს, სადაც კი პირველივე ჩასახვევი ნახა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იქვე შეუხვია. გიორგი კი წინ გარბოდა. ამის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თვალთახედვის არიდან გაქრა გიორგი და არ ვიცით, საით წავიდა. როგორც შემდეგ გავიგეთ, გიორგი იმავე მიმართულებით წასულა, საითკენაც ახვლდენიანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი ციცაბო დაღმართზე ჩავიდა. დღე რომ ყოფილიყო, იქ ვერ ჩავიდოდა. მე შემხედე, შემეშინდა, ისეთი ციცაბოა. 2-3 ნაბიჯი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც არაგვში აღმოჩნდებოდა. წინა დღეებში იყო წვიმები და ჩავსრიალდიო. მოვეჭიდე ბუჩქებს და ბალახებს და ასე ჩავიმალეო, ყვება ახვლედიანი”, – აცხადებს ქასრაშვილი.

მსგავსი თემები