2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია – კვლევის პრეზენტაცია

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფოს ჩართულობით, საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევა დასრულდა.სისხლის ნიმუში, გამოსაკვლევად, მთელი საქართველოს მასშტაბით 1500 ბავშვს აუღეს.

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია. სრული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

სისხლში ტყვიის შემცველობის მატება „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაუდასტურა.

“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

„მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, სისხლში ტყვიის შემცველობის განსაკუთრებული მატება დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს აღენიშნებათ. იტალიიდან ჩამოსული კვლევის შედეგები, თუ როგორია სურათი მთელი საქარველოს მასშტაბით, დღეს გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები