სამედიცინო გადაცდომების  გაშუქება შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს

 

კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილებების წინადადება, რომელიც მედიისთვის რეგულაციების შემორებას ითვალისწინებს, განსახილველად  ჯანდაცვის  კომიტეტს დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის საფუძველზე მიიღო.

„დაევალოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს განიხილოს „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ  და მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს პარლამენტის ბიუროს“ – ვკითხულობტ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“, პარლამენტს მიმართა და სამედიცინო საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებით მედიისთვის შეზღუდვის დაწესება მოითხოვა. კერძოდ, საინფორმაციო სამსახურებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ შეეძლებათ, ექიმების გადაცდომები გააშუქონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში მოხდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა  1000-დან 2000 ლარამდე დაეკისრებათ.  ინიციატივით ასევე არის მოთხოვნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტი, აქციები და სამედიცინო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება აიკრაძალოს და ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდეს.

მსგავსი თემები