ვახუშტის ხიდზე, ხვალ დილით, ტრანპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

“დროის ამ მონაკვეთში, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე, შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები