სკოლები უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება და 60-მდე საბავშო ბაღი აშენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლად 60 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, დიდ ბაღებთან მიმართებაში კი მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებს. ასევე გაიზრდება ბიუჯეტი სკოლების უკაბელო ინტერნეტით აღჭურვისთვის.

“აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და ჩვენ აუცილებლად გავზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა სკოლაში იყოს უკაბელო და ხარისხიანი ინტერნეტი. ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი სწორედ ბაღების სიმცირეს ასახელებენ. დარწმუნებული ვარ, ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ამ პრობლემას ბოლომდე მოვაგვარებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები