„სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს“ – მალხაზ კობაურის ადვოკატი

ე.წ. მალხაზ კობაურის საქმის შემდეგი ეტაპი ერთ თვეში დაიწყება. „არაფერი დამთავრებულა, მოტივირებულები ვართ“ – აცხადებენ სამუდამო პატიმრობამისჯილი მწყემსის ადვოკატები და სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასაც არ გამორიცხავენ.

როგორც დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლოს შემდგომ ეტაპზე მათი მთავარი იარაღი ის მტკიცებულებები იქნება, რომლის დასაშვებლობაზე გორის რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა.

“​დაცვის მხარე დავიჩაგრეთ პროცესუალური კუთხით, ამან გამოიწვია აღნიშნული შედეგი. დაჩაგვრაში ვგულისხმობ იმას, რომ პირდაპირი გაგებით ზემოქმედება ხდებოდა სასამართლოს მხრიდან, უგულვებელყოფილი იყო მართლმსაჯულების აღსრულების გარკვეული პრინციპები, ამ დროს მაღალია რისკი, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბოლომდე არ გატარდეს. მოსამართლე შემოდიოდა კონფლიქტში და გვეუბნებოდა, რომელი კითხვა უნდა დაგვესვა და რომელი არა. მეორე ინსტანციის სასამართლოზე ვისაუბრებთ ისეთი ტიპის დარღვევებზე, რამაც გამოიწვია ეს შედეგი. 60-მდე კითხვას სვამს მოსამართლე ისე, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ აინტერესებს და ამას ღიად ამბობს, ეს სხვა არაფერია, თუ არა დარღვევა”, – აცხადებს კობაურის ადვოკატი. ვასილ მამულაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს მოსამართლემ გუშინ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები