მახათას მთაზე არსებულ ეკლესიასთან 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა

თბილისის ისნის რაიონში, კერძოდ, მახათას მთაზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ 200 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი მოეწყობა. ტერიტორია გამწვანდება, გარე განათების სისტემის მოწყობა. გზის საფუძველი ასფალტის საფარის დასაგებად მზადდება.  

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საყრდენი კედლისა და ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს, საყრდენ კედელზე მოეწყობა მოაჯირები, ტროტუარი, ბორდიური, სატრანსპორტო კვანძზე – გამყოფი კუნძულები და სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის გათვალისწინებული პანდუსები. საერთო ჯამში, დაიგება 17 000 კვადრატული მეტრი გზის საფარი.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „დინგრუპი“ ახორციელებს. რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 799 012 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები