პესტიციდები და აგროქიმიკატები ამიერიდან, მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება

პირველი აპრილიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სავაჭრო ქსელის გარეთ გაყიდვა აიკრძალება. მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტების რეალიზატორებს, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.  

​როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუმარტეს, ამ ცვლილების მიზანია  ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკის შემცირება.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს ოპერატორებმა სააგენტოს უნდა მიმართონ, რათა მან ზედამხედველობა გაუწიოს და შედეგების გათვალისწინებით მიანიჭოს აღიარება.

“აღიარების გარეშე დარჩება ბიზნესოპერატორი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას აწარმოებს არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ან საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, ცხოველთა და ფრინველთა სადგომის ან კვებისა და წყალმომარაგების ობიექტების სიახლოვეს,” – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი თემები