„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაში, ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გვერდით დგას და აცხადებს, რომ გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრები კი ლიდერთან  უნდა დადგნენ.

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები