„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით, პარტიაში სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა.

“ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდგაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ხულოს, ზესტაფონის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. არჩევნები მაისშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები