შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდში სანდრ​ა რულოვსი იყრის კენჭს ​

პოლიტიკური გაერთიანების – „ძალა ერთობაშია“, ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი იქნება.

​როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციისა და სანდრა რულოვსის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა.

„ორი დღეა, გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს ატარებს იმაზე, რა ფორმით და როგორ ვღებულობთ მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, რომელიც ყველა მოქალაქისთვის არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ერთი გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მივიღეთ. ეს გადაწყვეტილებაა იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა ელისაბედ რულოვსი იქნება,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

​შეგახსნებთ, რომ 2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი თემები