საქართველო – ავსტრიის თანამშრომლობის ფარგლებში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაცია ჩატარდა

საქართველოსა და ავსტრიის კლინიკებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკაში ავსტრიელმა პროფესორებმა, ენდოკრინოლოგიური და ანგიოლოგიური ოპერაციები ჩაატარეს.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციები ჩატარდა უახლესი მეთოდითა და ტექნოლოგიით, ნეირომონიტორინგის ფონზე, რაც საშუალებას იძლევა ინტრაოპერაციულად, ნერვის ფუნქციის შემოწმებით თავიდან ავიცილოთ ნერვის დაზიანება.

ოპერაციას უძღვებოდა პროფესორი ქრისტიან შოიბა, რომელიც არის ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ავსტრიის ენდოკრინული ქირურგების ასოციაციის თავმჯდომარე და პროფესორი იოსებ ნანობაშვილი – ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების მთავარი ქირურგი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა იყო ინტრაოპერაციული ექსპრეს დიაგნოსტიკა, რამაც საშუალება მისცა ქირურგებს შეერჩიათ სწორი ტაქტიკა ოპერაციის მსვლელობისას. ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკა ჩაატარა  ავსტრიელმა პათომორფოლოგმა, პროფესორმა კლაუს კაზერერმა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანია, იგეგმება ავსტრიელი პროფესორების პერიოდული ვიზიტები საქართველოში. აგრეთვე პროფესორმა იოსებ ნანობაშვილმა დააანონსა უახლოეს მომავალში, მსოფლიოს საუკეთესო ბარიატრიული ქირურგების ხუთეულში შესული პროფესორ გერჰარდ პრაგერის ჩამოსვლა საქართველოში. პროფესორი პრაგერი არის ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის, ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის ხელმძღვანელი.

პრივატ კლინიკა – ვენის პრივატ კლინიკის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

მისამართი: თბილისი ა. ზურაბაშვილის ქ. N1გ.

ტელ: 032 2 2244 414; 2 244 424 www.prc.ge


 

მსგავსი თემები