აგვისტოს ომზე ჰააგაში, სასამართლო დავის ვადა საქართველოს 2021 წელს ეწურება

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ წელს გამოიტანს.

როგორც მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, მას ჰააგის სასამართლოში მხოლოდ ერთი სტრატეგია გააჩნია. თუ ოპოზიციას სხვა, უკეთესი რეცეფტი აქვს, ითხოვს, მიაწოდონ და გაიზიარებს.

​“ჩვენ გვაქვს ერთი გამოსავალი, რომ 2011 წლის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადავასინჯინოთ ახალი გარემოებით. ამისთვის გვჭირდება ახალი გარემოება. ეს ახალი გარემოიება უნდა იყოს ის, რაც თქვენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2011 წელს არ იცოდით, ან არ შეიძლება გცოდნოდათ, თუმცა, არ მგონია, რა იყო ისეთი საკითხი, რომელიც თქვენ არ შეიძლება გცოდნოდათ“ – აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ომის საქმეზე სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც ყველა ელოდება.

„დაწმუნებული ვარ, ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს იმ გადაწყვეტილებას, რომლის იმედი საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს. სწორედ ეს შეიძლება გამოვიყენოთ ჰააგაში ახალ გარემოებად. ეს არის ჩემი სტრატეგია თუ ოპოზიციას გაქვთ სხვა რეცეფტი, მომეცით, მე მჭირდდება რეცეფტი, მათ შრის რუსეთთან ურთიერთობის“, – მიმართა წულუკიანმა საპარლამენტო ოპოზიციას.

რაც შეეხება აგვისტოს ომთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მინისტრის თქმით, 10 წლიანი ვადა 2021 წელს სრულდება: „ეს არის სამართლებრივი სტრატეგია და ამისთვის ჩვენ რეგლამენტით მოცემული გვაქვს 10 წელი. ეს ვადა გადის 2021 წლის აპრლში. ვვარაუდობ, რომ ალბათ, გაისად, ჩვენ ჩაგვბარდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც თქვენს მიერ ჩაგდებული საქმის გამოსასწორებლად გამოვუყენებთ“. ჰააგაში, ამ ტიპის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მსგავსი თემები