უსაფრთხოა თუ არა ბანაობა, რამდენიმე დღეში გაირკვევა

 

საბანაო სეზონის მოახლოებიდან გამომდინარე, თბილისში, საბანაო წყლების შემოწმება დაიწყო. პირველ ეტაპზე, ლისის ტბა შემოწმდება. სინჯები უკვე აღებულია და პასუხები, რამდენად დაბინძურებული თუ უსაფრთხოა ბანაობა, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე მონიტორინგს სექტემბრის ჩათვლით განახორციელებენ.

რაც შეეხება ლისის ტბას, სინჯი აღებულია ხუთ კომპონენტზე – ტემპერატურა, PH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა.
საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი ამ ეტაპზე 170-მდე წერტილში ხორციელდება.

 

მსგავსი თემები