19 წლის მწყემსი მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს

მალხაზ კობაურს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ხადას ხეობაში, ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი დღეს გამოუტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა.

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი, რომლებმაც მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა ბრალში ერთხმად დაადანაშაულეს. მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და საქმე ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს გადასცა. დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

სასჯელის ზომის გმოცხადებისას მალხაზ კობაურის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ. დეიდა საკაცით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა კი სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისიც საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მსგავსი თემები