საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შეიქმნება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს.

„ეს რეფორმა პასუხობს ძალიან ბევრ გამოწვევას. დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგებს აცნობს.

მსგავსი თემები