ადამიანი ვერ გახდება “მოზარდი”, სანამ 30 წელს არ მიაღწევს – მეცნიერის დასკვნა

​მეცნიერები, რომლებიც ადამიანის ტვინს და ნერვულ სისტემას სწავლობენ, ამბობენ, რომ ზრდასრულობის ასაკი ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ტვინი 30 წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.

​კვლევის თანახმად, 18 წლის ასაკის ადამიანების ტვინი კვლავ განაგრძობს ცვლილებას, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ქცევაზე და უფრო მეტად განავითარონ ფსიქიკური დარღვევები.

როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ჯონსი აცხადებს, თანამედროვე ადამიანის მოზარდობის ასაკი 10-დან 24 წლამდე გრძელდება, თუმცა არ უნდა არსებობდეს მკაცრი კრიტერიუმები – ბავშვობა და სრულწლოვანება.

“აბსურდულია განსაზღვრო ბავშვობა ზრდასრულობამდე. არ არსებობს ბავშვობა და შემდეგ სრულწლოვანება. ადამიანების ტრაექტორიაზე მოძრაობენ. სამართლებრივად დღეს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში არასწორია განმარტებები ადამიანის ასაკობრივ კატეგორიებზე,” – აცხადებს პროფესორი.

მსგავსი თემები