ჯეოსელი ქსელის გათიშვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ჯეოსელის ქსელი გათიშულია. მობილური ოპერატორის მომხმარებლებს პრობლემა რამდენიმე საათის წინ შეექმნათ და ქსელი ამ დროისთვის, სრულიად გათიშულია, ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. განცხადებას აღნიშნულის შესახებ “ჯეოსელი” ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

“ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით” – ნათქვამია განცხადებაში.


ამ დროისათვის მუშაობს კომპანიის ვებგვერდი და ცხელი ხაზი.  მომხმარებლები კავშირის და ინფორმაციის გარეშე არიან დარჩენილები. 
რამ გამოიწვია ქსელის დაზიანება და როდის აღდგება მისი ფუნქციონირება, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები