რუსმა ოკუპანტებმა გუშინ გატაცებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

გუშინ, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მკვიდრი, 21 წლის გივი ბერუაშვილი, 24 საათიანი ტყვეობის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ახალგაზრდა სასამართლოს დასრულების შემდეგ, ოკუპანტებმა ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

გივი ბერუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ახალგაზრდა გორის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში გამოკითხვაზე მოიყვანეს, რის შემდეგაც მას სახლში დააბრუნებენ.

მსგავსი თემები