ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტით გათვალისწინებულია არსებული წყალმიმღები კვანძის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მათი მექანიკური აღჭურვილობის სრულად აღდგენა: გალერეის სარეგულაციო კვანძის, სარქველიანი ფარებისა და ამწე მექანიზმების რემონტი.

„აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, გამანაწილებელი არხის 5კმ სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი მონოლითური ბეტონით, ხოლო ფერდები რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება. დაგეგმილია წყალგამშვები კვანძების და საექსპლუატაციო გზის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 380 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბებნისის და ურბნისის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები“ – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები