„ნუგზარ ბაგრატიონის დნმ ანალიზი შუამავალმა წაიღო და პასუხი ტეხასიდან ჩამოგვიტანა“ – მკვლევარი

„ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ისტორიული გვარების შესწავლა, შევისწავლეთ რამდენიმე შტო, მათ შორის ბაგრატიონების“, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პირადად ნეგზარ ბაგრატიონისგან ცენტრს ანალიზი არ აუღია, თუმცა, მის პასუხში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არა აქვთ.

„დავის საკითხი ნაწილობრივ უკავშირდება დნმ კვლევას, თუმცა ის არ არის ბოლო ინსტანცია, თუ როგორ უნდა დამთავრდეს ეს დავა. ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ისტორიული გვარების შესწავლა და შესაბამისად, ბაგრატიონებიც როგორც სხვა ქართული გვარები, მოხვდნენ ამ კვლევაში. თუმცა, შედეგად მიღებული დასკვნა არის კონფიდენციალური და მასზე წვდომა გვაქვს მხოლოდ ცენტრს, ამერიკის ლაბორატორიას და იმ პიროვნებას, ვინც ეს კვლევა ჩაიტარა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა დაზუსტდეს, რომ პირადად ბატონი ნუგზარისგან ეს ანალიზი ჩვენ არ აგვიღია, შვაბი (გენეტიკური ნიმუში) წაიღო შუამავალმა და მოგვიტანა ტეხასიდან ანალიზის პასუხი, თუმცა ეს ჩვენი შეთავაზება იყო, რის გამოც ეჭვის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია“, – აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები