გლდანში თანამედროვე ფიტნეს ზონები ეწყობა

​თბილისის გლდანის რაიონში, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა. პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა.

როგორც გლდანის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ფიტნეს ზონები რვა მისამართზე კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.

“ფიტნეს ზონები ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მკ/რ-ნის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მკ/რ-ნის N17ა კორპუსებთან, გლდანის მე-3 ა მკ/რ-ნის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა,”- განაცხადეს გამგეობაში.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 127 434 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები